მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნონ
მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნონ

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნონ. მსოფლიო პატრიარქმა მიმართვა დღეს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

„ჩვენი ყველა ძალისხმევა 6 იანვარს განხორციელდება, შობის ღამეს, როდესაც ჩვენ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადავცემთ უკრაინის ეკლესიას და მათთან ერთად აღვნიშნავთ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას“, – წერს მსოფლიო პატრიარქი.

მსოფლიო პატრიარქი წერილში მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს, აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

„თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ უარვყოთ ჩვენი ძმები, რომლებიც უკრაინაში სასოწარკვეთილ ბრძოლაში არიან, არ გვექნება არანაირი გამართლება განკითხვის დღეს“, – წერს მსოფლიო პატრიარქი.