დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

23:50, 21.04.2023

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი