დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.