დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მისი ძმა მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მისი ძმა მოინახულებს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მისი ძმა მოინახულებს.

თორნიკე მამალაძე გლდანის #18 დაწესებულებასთან 13:00 საათზე მივა.

როგორც პირველ არხს მსჯავრდებულის ძმამ განუცხადა, მას მინიჭებული აქვს უფლება, თვეში ერთხელ მოინახულოს გიორგი მამალაძე.

ამასთან, თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზს პირადად მიაწვდის ინფორმაციას საპატრიარქოს განცხადებაზე დეკანოზთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასურველია, კომპეტენტურმა ორგანოებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გაასაჯაროოს და ამით გამონაკლისი დაუშვას. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების ქმედებები სავარაუდოდ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ემსახურება და გაუგებარია, ერთი მხრივ, შეწყალების თხოვნა, მეორე მხრივ, კი საპატრიარქოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები.

ამის შემდეგ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძის საქმის მასალები არ გასაჯაროვდება.