პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძის საქმის მასალები არ გასაჯაროვდება
პროკურატურა საპატრიარქოს მოწოდებას გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, უარით პასუხობს.
როგორც პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მასალები არ გასაჯაროვდება.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასურველია, კომპეტენტურმა ორგანოებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გაასაჯაროოს და ამით გამონაკლისი დაუშვას.
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების ქმედებები სავარაუდოდ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ემსახურება და გაუგებარია, ერთი მხრივ, შეწყალების თხოვნა, მეორე მხრივ, კი საპატრიარქოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები.