დედოფლისწყაროში ხანძრის შემდეგ ხელახლა დადგმული ნაძვის ხე ქარმა წააქცია
კახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია.
ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს ხანძრის შედეგად დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და იმავე ადგილზე დაამონტაჟა.
ადგილზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.