დედოფლისწყაროში ხანძრის შემდეგ ხელახლა დადგმული ნაძვის ხე ქარმა წააქცია

19:07, 24.01.2020

კახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია.

ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს ხანძრის შედეგად დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და  იმავე ადგილზე დაამონტაჟა.

ადგილზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.

მსგავსი