დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„კრწანისის რაიონში, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ანდრო ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის და გულბანის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

ჩუღურეთის რაიონის, კერძოდ შურდულის, კუმისის, ანთელავას, შალვა მჭედლიშვილის და თოიძის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდებათ.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩებს.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას დენი 10:30 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 01 საათიდან 02 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შავგულიძის, პეტრე ქავთარაძის, შალვა ნუცუბიძის და კანდელაკის ქუჩებზე.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება პეკინის გამზირზე (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას მოედანზე, აგრარული უნივერსიტეტის დასახლებაში, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინის და კანდელაკის ქუჩებზე.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება საირმის გორის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის, ელგუჯა ამაშუკელის, ტირიფების, თუთის, ტაშკენტის, ინტენსიფიკაციის, ლისის, მუხის, ამბროლაურის, ქართველიშვილის, საირმის, საბურთალოს, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, ოთარ ჭილაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებსაც.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის აბონენტებზე.

დიდუბის რაიონში დენის მიწოდება 11 საათიდან 13 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.