თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხისა და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხისა და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშვისა და ბაბუციძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილისა და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ლამბერტის, დანიბეგაშვილის, სტივენსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ასმათის, სტრაბონისა და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.