დედაქალაქის 11 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დედაქალაქის 11 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 11 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. საუბარია სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისისა და კოჯრის მაცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, კოსტავას, სანაპიროს, ალექსიძის, ბენდელიანის, გამრეკელისა და კუტუზოვის ქუჩებზე.

ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ნადირაძის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ჟღენტის, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გოგაშენის, იფნევის, დვირის, ბჟოლეთის, ედისის, კვერნაულის, ვაზიანის, არალეთის, ჟველაურისა და ზვარეთის ქუჩებზე.

ასევე, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბენდელიანის, საყვირის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, წიწამურის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ბაგინეთისა და ტრაქტორის ქუჩებსაც.

სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხებათ. საუბარია აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს, 9 ძმის , დოდო აბაშიძის, ლებარდოს, თეკლათის, გივიშვილის, სენაკის, ქვალონის, ტაშირის, ასხინის, აბაშის, ცაიშის, ჭალადიდის, ლანჩხუთის, ხონის, ლაილაშისა და ყირიმის ქუჩებზე.

ასევე, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, ახუნდოვისა და გორგასლის ქუჩებზე.

მთაწმინდის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, ზანდუკელისა და მილორავას ქუჩებს.

დიდუბის რაიონის აბონენტებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ ელექტროენერგია. საუბარია დიღმის მასივის I კვარტლის, რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებზე.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვეკუას, შეშელიძის, ხიზანიშვილისა და ვასაძის ქუჩებზე. 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება წყალსადენის, შუშის, ჭედიას, სარაჯიშვილისა და ლაზოს ქუჩებზე.

ვაკის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებისთვის.

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.