ყოველწლიური გლობალური აქციის – „დედამიწის საათი 2018“ ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთო.
სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს სიდნეიში ჩატარდა.
„დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
ყოველწლიური აქცია „დედამიწის საათი“ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება.