შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“ და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება გამორთო.

უწყება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეუერთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.