საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, „დედამიწის საათს“ შეუერთდა

21:42, 25.03.2023

საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის საათი” შეუერთდა. „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით პარლამენტის სასახლის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა.

25 მარტს მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას – „დედამიწის საათს” აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება.

ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი