თავდაცვის სამინისტროში „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო
თავდაცვის სამინისტროში „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას – „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად უერთდება. 20:30 საათზე უწყებამ ელექტროენერგია ერთი საათით გამორთო და ამ ფორმით ჩვენი პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატა“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

საერთაშორისო აქციის მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მისი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.

„დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.