მთავრობის ადმინისტრაცია კამპანია „დედამიწის საათს“ შეუერთდა

21:37, 27.03.2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათს“ შეუერთდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გლობალური აქციის ფარგლებში, დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.

„დედამიწის საათი“ გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

მსგავსი