დედამიწის ატმოსფერო მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა - საზღვარი მთვარესაც სცდება
18:47, 21.02.2019
ადამიანებს ძალიან გვიყვარს საგნებისთვის იარლიყების მიწებება და საზღვრების დადგენა. მაგალითად, საზღვარს დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის, კარმანის ხაზს ვუწოდებთ. ეს წერტილი ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 100 კმ სიმაღლეზე მდებარეობს, იქ აეროვანტიკა და მთავრდება და ასტრონავტიკა იწყება.
თუმცა, დედამიწის ატმოსფერო გაცილებით უფრო რთულია. ახლახან, ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ის იმაზე უფრო დიდია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა — ბევრად სცდება მთვარეს.
ამ რეგიონს გეოკორონა ეწოდება და მიეკუთვნება ატმოსფერულ ფენას, რომელსაც ეგზოსფეროს უწოდებენ. ეს ნეიტრალური წყალბადის გაუხშოებული ღრუბელია, რომელიც შორ ულტრაიისფერ სპექტრში ანათებს.
ამის გამო, რომ ის ძალიან თხელია, მისი გაზომვა ძალიან ძნელია. წინათ მის ზედა ზღვრად დედამიწიდან 200 000 კმ სიმაღლეს თვლიდნენ, რადგან ეს არის წერტილი, რომელზეც მზის რადიაციის წნევა აჭარბებს დედამიწის რადიაციას.
ნასასა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მზის და ჰელიოსფერული ობსერვატორიის (SOHO) მონაცემების მიხედვით, ეს საზღვარი ახლოსაც კი არ არის სინამდვილესთან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გეოკორონა 630 000 კმ სიმაღლემდე ივრცობა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ზონა ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრსაც თავის ფარგლებში აქცევს. მთვარე დედამიწიდან საშუალოდ 384 400 კილომეტრითაა დაშორებული.
ყველაზე საოცარი კი ის არის, რო, SOHO-მ ეს დაკვირვებები ოც წელზე მეტი ხნის წინ, 1996-1998 წლებში განახორციელა. მონაცემები არქივში ინახებოდა და ანალიზებს უცდიდა.
მონაცემები SOHO-ს ინსტრუმენტმა SWAN-მა გეოკორონას საზღვრების დადგენის მიზნით შეაგროვა. ეს გახლავთ სუპერმგრძნობიარე ხელსაწყო, რომელიც შორ ულტრაიისფერში ზომავს წყალბადის ატომების გამოსხივებას, რომელსაც ლიმან-ალფას ფოტონებს უწოდებენ.
დედამიწიდან მისი დანახვა შეუძლებელია, რადგან მას ატმოსფეროს ქვედა ფენები შთანთქავს. შესაბამისად, საჭიროა შესაბამისი ინსტრუმენტის უშუალოდ იქ გაშვება. მაგალითად, 1972 წელს, აპოლო 16-ის ასტრონავტებმა გეოკორონას ფოტო ისე გადაუღეს, რომ არც კი იცოდნენ, რომ უშუალოდ მასში იმყოფებოდნენ.
ინსტრუმენტ SWAN-ს შეუძლია გაზომოს გეოკორონას სინათლე. გარდა მისი საოცარი ზომისა, ხელსაწყომ ასევე გამოააშკარავა მზის უცნაური ეფექტი.
დედამიწის დღის მხარეს, წყალბადის ატომებს მზის სინათლე კუმშავს, კუბურ მეტრში 70 ატომამდე სიმკვრივით; მთვარის ორბიტაზე ეს მაჩვენებელი 0,2 ატომია.
ღამის მხარეს, მზის რადიაციის წნევის გამო, წყალბადის სიმკვრივე მაღალია და გარკვეულწილად აქვს კომედის კუდის მსგავსი დაბოლოება.
მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის ატომები ულტრაიისფერ რადიაციას გამოასხივებს, ეს ოდენობა მაინც უმნიშვნელოა მზესთან შედარებით, რომელიც უზარმაზარი ოდენობის ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, რაც ძალიან საშიშია ასტრონავტებისთვის.
შესაბამისად, გეოკორონას სრული განფენილობის ცოდნა უმნიშვნელოვანესია კოსმოსის კვლევისათვის.
ეს აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ გეოკორონას შიგნით მოთავსებულ ნებისმიერ კოსმოსურ ტელსკოპს ღრმა კოსმოსური კვლევებისთვის სავარაუდოდ სჭირდება ლიმან-ალფას მონაცემებზე მორგება.
ასტროფიზიკოს ჟან-ლუ ბერტოს განცხადებით, ეს ფაქტი მხედველობაში აუცილებლად უნდა მიიღონ კოსმოსურმა ტელესკოპებმა, რომლებიც ცას ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში აკვირდებიან, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად.
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ალბათ ის არის, რომ როგორც გამოდის, ადამიანი ჯერ დედამიწის ატმოსფეროს მიღმაც კი არ ყოფილა.