“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ფორვარდი მოჰამედ სალაჰი აირჩია.
„ჩემი ხმა სალაჰს მივეცი. არ ვიცი, სხვა ვინ უნდა ამერჩია. ის, ჰარი კეინი, მე და დავიდ სილვა – ჩვენ ვართ ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. ხმის მიცემისას, ყოველთვის სამართლიანი ვარ. ავირჩიე სალაჰი, რადგან ის ამას იმსახურებდა.
თუმცა, თუ სხვები მას ხმას არ მისცემენ, წინააღმდეგი არ ვიქნები”, – განუცხადა ESPN-ს ბელგიელმა ვარსკვლავმა.
სალაჰი და დე ბრუინი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.