დე ბრუინმა პრემიერლიგის საუკეთესოდ სალაჰი აირჩია
დე ბრუინმა პრემიერლიგის საუკეთესოდ სალაჰი აირჩია

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ​პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ფორვარდი მოჰამედ სალაჰი აირჩია.

„ჩემი ხმა სალაჰს მივეცი. არ ვიცი, სხვა ვინ უნდა ამერჩია. ის, ჰარი კეინი, მე და დავიდ სილვა – ჩვენ ვართ ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. ხმის მიცემისას, ყოველთვის სამართლიანი ვარ. ავირჩიე სალაჰი, რადგან ის ამას იმსახურებდა.
თუმცა, თუ სხვები მას ხმას არ მისცემენ, წინააღმდეგი არ ვიქნები”, – განუცხადა ESPN-ს ბელგიელმა ვარსკვლავმა.

სალაჰი და დე ბრუინი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.