გვარდიოლა - ჰალანდი სალაჰის რეკორდს მოხსნის #1TVSPORT
გვარდიოლა - ჰალანდი სალაჰის რეკორდს მოხსნის #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდის თავდამსხმელის, ჰალანდის საოცარ შედეგიანობაზე ისაუბრა.

„არ არის საჭირო, იყო გენიოსი, რომ გამოთვალო – თუ ჰალანდი ამ რიტმში გააგრძელებს და შედეგიანობის მაჩვენებელს შეინარჩუნებს, აუცილებლად მოხსნის სალჰის რეკორდს, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.

თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გარკვეული პერიოდი შეიძლება გაგქონდეს, მაგრამ გავიდეს რამდენიმე დღე და ეს ვეღარ მოახერხო. კარიერის განმავლობაში მიმუშავია სემუელ ეტო’ო-სთან, მესისთან, მიულერთან, აგუეროსთან. ყველა მათგანს აერთიანებდა გოლის გატანის დაუოკებელი სურვილი, რაც ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს“.

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის რეკორდი 2018 წელს დაამყარა, როდესაც სეზონის განმავლობაში 32 გოლის ავტორი გახდა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჰალანდმა 11 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 17-ჯერ აიღო.