მოჰამედ სალაჰი - „ლივერპულში“ მომავალ სეზონშიც ვითამაშებ #1TVSPORT
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სლაჰმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისური კლუბის დატოვებას არ გეგმავს და მერსისაიდელებთან ერთად მომავალ სეზონშიც ითამაშებს.
„კონტრაქტზე კონცენტრირებული არ ვარ. არ მსურს, რომ ეგოისტი ვიყო, რადგან ეს კვირა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, – ციტირებს სალაჰს BBC. – ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენი კაპიტანი თასით ხელში ვნახო და იმედი მაქვს, რომ შემდეგ თასს მე გადმომცემს.
ხელშეკრულებაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ „ლივერპულში“ მომავალ სეზონშიც ვითამაშებ“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის შაბათს, 28 მაისს პარიზში გაიმართება.