დავით ზალკალიანი - ამ მწუხარების ჟამს, საქართველო იტალიის გვერდით დგას
იტალიის ქალაქ გენუაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება
„ღრმად დამწუხრებული ვარ იტალიაში გენუას საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის გამო. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მწუხარების ჟამს, საქართველო იტალიის გვერდით დგას”,- წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა.