აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დავით ზალკალიანისა და დევიდ ჰეილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დავით ზალკალიანისა და დევიდ ჰეილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილის დევიდ ჰეილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჰეილმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ორივე მხარემ განიხილა აშშ-საქართველოს თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების ერთობლივ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული შეხედულებები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.