დავით ზალკალიანი - დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა
დავით ზალკალიანი - დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა

დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის პოზიციის შესახებ.

„ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება.

მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის.

დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო.