დავით ზალკალიანი - ევროკომისიის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენი მისიის განხორციელებასთან, მოუთმენლად ველოდებით ისტორიული მოგზაურობის გაგრძელებას
დავით ზალკალიანი - ევროკომისიის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენი მისიის განხორციელებასთან, მოუთმენლად ველოდებით ისტორიული მოგზაურობის გაგრძელებას

ევროკომისიის რეკომენდაცია, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენი მისიის განხორციელებასთან. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი ისტორიული მოგზაურობის გაგრძელებას, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ზალკალიანის თქმით, აფასებს აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ერის ისტორიაში. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენი მისიის განხორციელებასთან, აერთიანებს საქართველოს ევროპასთან. ყველა ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორი აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას, მოუთმენლად ველოდებით ჩვენი ისტორიული მოგზაურობის გაგრძელებას“, – წერს დავით ზალკალიანი.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.