დავით ზალკალიანი - ვგმობთ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას, მოვუწოდებთ პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ
დავით ზალკალიანი - ვგმობთ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას, მოვუწოდებთ პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება რუსეთის უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია.

საქართველოს ელჩი პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მკაცრად ვგმობთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას. ეს არის რუსეთის უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.