დავით ზალკალიანი – ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ერისთვის და ახალი თავის დასაწყისი ჩვენი ერის ისტორიაში
ისტორიული დღე მთელი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ახალი დასაწყისი იქნება საქართველოს ისტორიაში.
„ისტორიული დღე მთელი საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი! მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ერისთვის და ახალი თავის დასაწყისი ჩვენი ერის ისტორიაში. ვულოცავ მთელ ჩვენს ერს“, – წერს დავით ზალკალიანი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
🇬🇪🇪🇺 Historic Day for the entire Georgia! @EUCouncil has officially granted candidate status to Georgia! A significant milestone for our nation and the beginning of a new chapter in our nation’s history. Congratulations to our entire nation! 🎉 pic.twitter.com/ZW7OL0B2er
— David Zalkaliani (@DZalkaliani) December 14, 2023