დავით ზალკალიანი - ამ პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადი ვართ და როგორ შეუძლია თანაგრძნობას, ვალდებულებებისადმი ერთგულებას კრიზისიდან ჩვენი გამოყვანა
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა იმ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, სადაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მინისტრის თქმით, პანდემიამ აჩვენა, როგორ შეუძლია თანაგრძნობასა და მხარდაჭერას კრიზისიდან გამოყვანა.
„ამ პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადი ვართ და როგორ შეუძლია თანაგრძობას, მხარდაჭერასა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას კრიზისიდან ჩვენი გამოყვანა“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
თბილისის ანძა იტალიისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა. „საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების!“ – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის.