თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა იტალიისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა.

საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების! – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის.

იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლავ მძიმე ვითარებაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 63 927 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია 6 078 ადამიანი.