იტალიასა და საფრანგეთში წყალდიდობას ებრძვიან, სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

10:58, 21.10.2024

იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ემილია-რომანიას რეგიონში, რამდენიმე დღეა, წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში რეგიონიდან 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, სტიქიას ებრძვიან საფრანგეთშიც. ქვეყნის სამხრეთით მდებარე არდეშის დეპარტამენტში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი