დავით ზალკალიანი – ამ პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადი ვართ და როგორ შეუძლია თანაგრძნობას, ვალდებულებებისადმი ერთგულებას კრიზისიდან ჩვენი გამოყვანა
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა იმ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, სადაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მინისტრის თქმით, პანდემიამ აჩვენა, როგორ შეუძლია თანაგრძნობასა და მხარდაჭერას კრიზისიდან გამოყვანა.
„ამ პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადი ვართ და როგორ შეუძლია თანაგრძობას, მხარდაჭერასა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას კრიზისიდან ჩვენი გამოყვანა“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
თბილისის ანძა იტალიისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა. „საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების!“ – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის.
Tbilisi mast lit up with the colours of the #Italian flag in a show of solidarity with the country where the death toll from #COVID19 continues to rise. The pandemic has shown how vulnerable we are and how compassion, support and commitment can lead us out of the crisis 🇬🇪 🇮🇹 pic.twitter.com/1OV46ZxuEh
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 23, 2020