დავით თარხან-მოურავი - რუსეთთან საომარი ვითარება გვაქვს, ამის მოგვარების ერთადერთი გზაა, ადა მარშანია გაუშვან მოსკოვში
რუსეთთან საომარი ვითარება გვაქვს და ამის მოგვარების ერთადერთ გზას ვხედავ იმაში, რომ ადა მარშანია გაუშვან მოსკოვში, – ამის შესახებ ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში შეკრებაზე განაცხადა.
„გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, მშვიდობა, დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან, გვინდა ტურისტიც და ბიზნესიც, არ გვინდა „ქართული ოცნება“, ბოკერია, „ნაცმოძრაობა“, ლგბტ, ჩვენ გვინდა ეკლესია და ქართველობა.
რუსეთთან ამ ეტაპზე საომარი ვითარება გვაქვს და ამის მოგვარების ერთადერთ გზას ვხედავ იმაში, რომ ადა მარშანია გაუშვან მოსკოვში. მარშანია არის აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი, რომელიც იბრძვის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აფხაზეთი და ეუბნებიან, კრემლის აგენტი, მოღალატე ხარო. ვისი მოღალატეა, ბიჭო? ეს უტვინოები, ვის ღალატობს?“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.