ირმა ინაშვილი - ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით, აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით
ირმა ინაშვილი - ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით, აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები… ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!“ – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახულები, ვარდების მოედანზე საღებავით დააზიანეს.