დავით ნარმანია - ამ გადმოსახედიდან, გაზსა და დენზე ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
ნარმანია აღნიშნავს, რომ ამ გადმოსახედიდან, გაზსა და დენზე ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობს.
„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა.
ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ არსებულ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.