დავით მაღრაძე - საქართველოში არავის დაავიწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ ავკაცობა, უზნეობა და სისასტიკე
დავით მაღრაძე - საქართველოში არავის დაავიწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ ავკაცობა, უზნეობა და სისასტიკე

მე არ შევშფოთებულვარ არჩევნების შედეგებით, მაგრამ ისეთი დიდი უპირატესობით რომ ვერ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში, ამან ჩემი გულდაწყვეტა გამოიწია, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით თელავში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არავის დაავიწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ავკაცობა, უზნეობა და სისასტიკე.

„რევანშისტული აგრესიული საფრთხე ჩვენ თვალწინ არის, ყალიბდება. მოდიან ათასნაირი პროვოკაციით, ათასნაირი მაქინაციით, რომლითაც თავი ისახელეს თავის დროზე. ძალიან საინტერესო არის მათი მოწოდება, რომ დაივიწყეთ ამ ცხრა წელიწადზე ნუღარ ილაპარაკებთო. კი ბატონო, დავივიწყებთ, მაგრამ თვითონ რატო არ ივიწყებენ ხელისუფლებისთვის ლტოლვას? თავიანთ სკამს რატომ ვერ ივიწყებენ. ვიდრე თავიანთი სკამი ემახსოვრებათ, არავის დაავიწყდება საქართველოში მათი ავკაცობა, მათი უზნეობა და სისასტიკე.

მე არ შევშფოთებულვარ არჩევნების შედეგებით. ჯერ ერთი, როგორც ნაციონალები ხატავენ, ასე არ არის, რადგან პირველ ადგილზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია გასული და მერე სხვა. მაგრამ ისეთი დიდი უპირატესობით რომ ვერ გაიმარჯვა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირველივე ტურში, ამან ჩემი გულდაწყვეტაც გამოიწვია“,- განაცხადა მაღრაძემ.

ამასთან, როგორც მაღრაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობამ იგრძნო უპატივცემულება და ამ არჩევნებზე თავისი ღირსება აჩვენა.

„მეორე მხრივ ვიგრძენი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ვინც არ გაუტარა ამ ხელისუფლებას მის მიმართ გამოხატული უპატივცემულობა.

ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობამ იგრძნო უპატივცემულება და ამ არჩევნებზე თავისი ღირსება აჩვენა ხელისუფლებას. მოსახლეობის პატივისცემა გამოიხატება ყველაზე მეტად საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაში, როცა მათ აზრს არ ითვალისწინებ და არამედ აბუჩად იგდებ, მაშინ რა თქმა უნდა, მოსახლეობის და ხალხის ხმა ადეკვატური უნდა იყოს. ის ექო, რაც გაისმა ამ არჩევნებზე, იყო ადეკვატური მისდამი უპატივცემულობისა, რაც ხალხმა იგრძნო“,- განაცხადა დავით მაღრაძემ.