უკრაინის ჩემპიონატში 26-ე ტური მიმდინარეობს. შეხვედრა ჩაატარა ლიდერმა დონეცკის „შახტარმა“, რომელმაც სტუმრად 2:0 მოუგო „ვერესს“. მატჩი 25 წლის ქართველი მცველისთვის დავით ხოჭოლავასთვის გამორჩეული იყო, რომელმაც „შახტარის“ მაისურით უკრაინის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ხოჭოლავამ მარლოშის პასის შემდეგ, 79-ე წუთზე ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
„შახტარი“ კვლავინდებურად ლიდერია და ექვსი ქულით უსწრებს კიევის „დინამოს“.