ევრო 2024 | დავით ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ევრო 2024 | დავით ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT

დავით ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს მარტში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

გვერდის ინფორმაციით, „ჯვაროსნებისა“ და „კოპენჰაგენის“ 30 წლის ცენტრალური მცველი ნოემბერში მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

მოვლენების ყველაზე სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, ხოჭოლავა სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას მარტის ბოლოს შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი მცველი მზად ვერ იქნება 21 მარტისთვის, როდესაც საქართველოს ნაკრები თბილისში ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებში ხოჭოლავამ ბოლოს 2022 წლის 26 სექტემბერს გიბრალტართან, ერთა ლიგის გასვლით შეხვედრაში (2:1) ითამაშა. „კოპენჰაგენში“ კი ბოლო მატჩი გასული წლის 19 მარტს, 10 თვის წინ ჩაატარა, მას შემდეგ ფეხბურთელმა მუხლზე სამი ოპერაცია გაიკეთა.