პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის ისნის რაიონში მაჟორიტარობას აპირებს.
მისივე შეფასებით, სხვა კანდიდატებს ისნის რაიონში გამარჯვების შანსი არ ექნებათ.
„პირადად მე ვაპირებ, ისნის რაიონში ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე ოპოზიციის კოორდინაციას საერთო კანდიდატების გარშემო, საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნევს.
„როდესაც მთელი ქვეყნის მაშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება, რადგან, მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების დაახლოებით 10-15 პროცენტი მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს. ხოლო, რაც შეეხება მეორე ტურს, ეს უკვე ტექნიკური ნაწილია. ანუ, ვინ ვის უმრავლესობას ამჯობინებს სამომავლოდ. მთლიანობაში კი, ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ, თუ პოლიტიკა და აი ეს არის მთავარი პრობლემა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.