მთაწმინდის, ვაკისა და ისნის რაიონებში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
მთაწმინდის, ვაკისა და ისნის რაიონებში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მთაწმინდის, ვაკისა და ისნის რაიონებში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, თერგის ქ. N11-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:45-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თერგის, ლარსის, გალის, უმიკაშვილის, კეკელიძის N30-54 (ლუწებს).

„ვაკის რაიონში, 603 რეზერვუარს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება წყალმომარაგების აღდგენის დროს მოგვიანებით შეგატყობინებთ. წყალმომარაგება შეუწყდება: ნუცუბიძის მე-2 მ/რ მთლიანად, მე-4 მ/რ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 10ბ, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19ა, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 33, 34, 35, 36 (ყველა) კორპუსებს, ფერმწერთა ქ, ვარაზის ქ, ბანძელაძის და ქვემო აჭარის ქუჩებს, ბესო ჟღენტის, შავგულიძის ქ. N7 და 7ა კორპუსებს, მინდელის N3-5, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის 1,2,3,4 სადარბაზოს, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის ქუჩებს, ნუცუბიის 1 მ/რაიონს, ნუცუბიძის N 211-ის კორპუსებს N221-223, მხატვართა, კაპანელის, ძოწის და ვარაზის ქუჩებს, ნუცუბიძის მე-5 მ/რაიონს, სოფ. თხინვალას, აგარაკებს, რაგბის სტადიონს გათიშვის არეალს დაემატა: ხომლის, ჭილაიას, დანელიას, უჩა ჯაფარიძის და ლეო კვაჭაძის ქუჩებს, ონკოლოგიურის კლინიკას. ინტენსიფიკაციის მიმდებარე ტერიტორიას;

ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის N61-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07:45-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ციხისძირის ქუჩას თავისი შესახვევებით;

ისნის რაიონში, სევანის ქუჩის N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07:20-დან 13:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სევანის ქუჩას;

ისნის რაიონში, ნავთლუღის 1 დას. მე-7 შეს. N22-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 04:45-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ელისაბედ ორბელიანის(მათიაშვილის) ქუჩას“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.