დავით ჭიჭინაძე - თუ დეპუტატის ქცევის კოდექსი ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, ვერანაირი საბუთი დამავალდებულებს, დავემორჩილო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ქცევის კოდექსი ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, ვერანაირი საბუთი ვერ დაავალდებულებს, ამ წესებს დაემორჩილოს.
ამის შესახებ კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შესაძლო ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა.
საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უნდა გაიწეროს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც დისციპლინის დასაცავად არის საჭირო.
როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, თუ ეს ქცევის კოდექსის წესები ამომრჩევლის ინტერესებში იქნება, ყოველგვარი საბუთის გარეშე დაეთანხმება.
ჟურნალისტებთან დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზეც ისაუბრა.
„მთავრობას ისინი აკრიტიკებენ, პრემიერის საპირისპირო განცხადება გააკეთეს, თორემ, საჯარო სივრცეში პრემიერის განცხადების რევიზია მე არ გამიკეთებია. სუსტ ადამიანებს ქაღალდებით გამაგრება სჭირდებათ, თორემ, ადამიანს სიტყვა და თავისი შინაგანი ენერგია გააჩნია, რითაც უნდა იხელმძღვანელოს. როცა ადამიანი კითხვებიდან გამომდინარე ფილარმონიიდან გარბის, რა ვქნათ, კითხვების დასმა საზოგადოებასაც ავუკრძალოთ? განცხადებებს ამძაფრებენ და ამძაფრებენ, დისციპლინა კი ისაა, რომ იმ ადამიანებს მიაყენა შეურაცხყოფა, ვისაც კითხვები გააჩნდა. ფილარმონიის სცენაზე თავისი თანაგუნდელები მიატოვა და წავიდა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.