დავით ჭიჭინაძე - პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ განცხადებას ხელს სულ ხუთი ადამიანი აწერს
დავით ჭიჭინაძე - პარტიიდან ჩემი გარიცხვის შესახებ განცხადებას ხელს სულ ხუთი ადამიანი აწერს

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ დღეს საღამოს შეიტყო და მიზეზი,

ამ განცხადების შესახებ გავიგე საღამოს, გავერკვევი, დაფარული აფერი არ დარჩება,- ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარტია „ქართული ოცნებიდან“ მისი გარიცხვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„რა აზრიც მქონდა, კიდევ უფრო მიმყარებს ამ აზრს ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ.

მე ვთქვი, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება შეურაცხმყოფელია.თურმე ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია ერთ კაცზე მორგებული, როგორც მან განაცხადა. ნამდვილად არ ყოფილა ასე. იყო ცხარე დებატები. ბევრი საკითხია, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და ჩვენ გავიტანეთ. ჩვენი დადანაშაულება, რომ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, მიმაჩნია არასწორი. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება.

ასევე მეორე განცხადება იყო მის მიერ გაკეთებული, რომ მას თმენის ვალდებულება გააჩნია, ამიტომ ტყუილს არ იტყვის და რომ მე ვთქვი ტყუილი. იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ზოგადად ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ასეთი პარლამენტის თავმჯდომარეა, ვითმენთ იმ საქციელს, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებ, როგორი ანგარიშწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან. პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მისი მოყვანილია ეს ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მისი მისამართით, ვფიქრობ შეურაცხმყოფელია.

მე მგონია, რომ კობახიძე არ არის შინაგანად თავისუფალი. 27 წელი რომ იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, მაინც არ იქნება თავისუფალი“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, იცოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე, ჭიჭინაძე აცხადებს:

„მკითხაობას არა ვარ მიჩვეული. ვუყურებ ვინ მოაწერა ხელი. ხელი მოწერილი აქვს სულ ხუთ ადამიანს“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.