დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მწერალი დათო ტურაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ტურაშვილს ემოციური ფონი და გულის არეში ტკივილები აღენიშნებოდა.

პირველი არხი ტურაშვილის მეუღლეს, მაკა კეკელიძესაც დაუკავშირდა, რომლის თქმით, დავით ტურაშვილს სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა, ამჟამად კი მისი მდგომარეობა სტაბილურია. ტურაშვილი კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

​სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა. ახლა სტაბილურადაა და საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – ამბობს მაკა კეკელიძე.

დათო ტურაშვილი კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. სამინისტროში მიხეილ გიორგაძესა და მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე შეხვედრა იმართებოდა. კულტურის სამინისტროში ასევე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.