ფესტივალზე Books at Berlinale დათო ტურაშვილის რომანია წარდგენილი
ფესტივალზე Books at Berlinale დათო ტურაშვილის რომანია წარდგენილი

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Co-Production Market-ის ფესტივალისთვის Books at Berlinale, ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

19 თებერვალს, ბერლინში დაგეგმილ ფიჩინგზე მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი “სხვა ამსტერდამი” წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმატში აპლიკაციები ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან იგზავნება, სპეციალური ჟიური კი, მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს. გასული წლის ფიჩინგზე კინოადაპტაციების შესაქმნელად წიგნები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ფინეთიდან, ბელგიიდან და ბრაზილიიდან შეირჩა.