დათა ვანიშვილის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს სამოქალაქო თავდადებისთვის გადაცემული მედლისთვის მადლობას უხდის.
გარდაცვლილის ქალიშვილმ, ნანა ვანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შემდეგ გააკეთა.
„დიდი მადლობა პრეზიდენტს მამაჩემის ასე დაფასებისთვის. მადლობა, რომ მამაჩემი მაინც არ მიუტოვებიათ ისე და პატივი სცეს. მე ვგრძნობ, რომ მამაჩემი არასდროს იქნება მარტო. ალბათ, დაიმსახურა მამაჩემმა; ამდენი წლის განმავლობაში მარტო, უიარაღოდ იბრძოდა, თავისი ოჯახი არ მიუტოვებია. ბოლო წუთამდე თავის ოჯახში დარჩა“, – განაცხადა ნანა ვანიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა.