დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდნენ.
შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა.
„შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეების ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს პედრო სანჩესი.
ესპანეთისა და დანიის ლიდერებს კიევში უკრიანის პრეზიდენეტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვთ შეხვედრა დაგეგმილი.