ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს დანიშნა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს დანიშნა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს დანიშნა. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა ახალი თარიღი ოფიციალურად განცხადებამდე, მინისტრთა კაბინეტს შეატყობინა.

პედრო სანჩესის განცხადებით, 2019 წლის საბიუჯეტო კანონპროექტი პარლამენტში არა საპარლამენტო უმრავლესობის არქონის, არამედ სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ ოპოზიციის პარტიული ინტერესების გამოყენების გამო დაიბლოკა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ზოგჯერ საპარლამენტო მარცხი სოციალური გამარჯვებაა, რადგან მოსახლეობა ხედავს, რა სურს მოქმედ ხელისუფლებას ესპანეთისთვის.

გამოკითხვების თანახმად, პედრო სანჩესის „ესპანეთის სოციალისტ მშრომელთა პარტია“ 24 პროცენტით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს კი კონსერვატიული „სახალხო პარტია“ იკავებს.