პედრო სანჩესი - მე რომ ტერეზა მეი ვიყო, განმეორებით რეფერენდუმს ჩავატარებდი
პედრო სანჩესი - მე რომ ტერეზა მეი ვიყო, განმეორებით რეფერენდუმს ჩავატარებდი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რომ იყოს , ბრექსიტის შესახებ ახალ რეფერენდუმს ჩაატარებდა.

„ტერეზა მეი რომ ვიყო, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხთან დაკავშირებით, განმეორებით რეფერენდუმს ჩავატარებდი“,- განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ორივე მხარისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. პედრო სანჩესი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ბრიტანელებს ორგანიზაციაში დაბრუნების შანსი გაუჩნდებათ .

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს .