პედრო სანჩესი - მე რომ ტერეზა მეი ვიყო, განმეორებით რეფერენდუმს ჩავატარებდი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რომ იყოს , ბრექსიტის შესახებ ახალ რეფერენდუმს ჩაატარებდა.
„ტერეზა მეი რომ ვიყო, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხთან დაკავშირებით, განმეორებით რეფერენდუმს ჩავატარებდი“,- განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ორივე მხარისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. პედრო სანჩესი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ბრიტანელებს ორგანიზაციაში დაბრუნების შანსი გაუჩნდებათ .
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს .