რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა
რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით იერიშის სამიზნე ლოდოვსკისა და ხარკოვის დასახლებები გახდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.