მთელი ეს როკი – ჰიტების შექმნის უცნობი ისტორიები I 27.11.2026
როკ-კომპოზიციების შექმნის კულუარული ამბები – დაწყებული The Who-ს დაუმთავრებელი როკ-ოპერიდან და Vanilla Fudge-ის მაფიოზურ კლუბებში დაბადებული ჰარდ-როკული ჟღერადობიდან, დასრულებული დევიდ გილმორის მცურავ სტუდიაში ჩაწერილი ნოქტიურნით, ფილ კოლინზის პირადი დრამით შთაგონებული რიტმებით, Rainbow-ს ეპიკური ჟღერადობით, Barclay James Harvest-ის მუსიკალური ირონიითა და მაილზ კენედის პანდემიური ექსპერიმენტებით.
თითოეული სიმღერის მიღმა იმალება შემოქმედებითი კრიზისი, ბიოგრაფიული გარდატეხა და სტუდიური აღმოჩენები, რომლებმაც მუსიკის ისტორია შეცვალა.
- The Who – Behind Blue Eyes;
- David Gilmour – On An Island;
- Myles Kennedy – In Stride;
- Vanilla Fudge – You Keep Me Hangin’ On;
- Phil Collins – I Don’t Care Anymore;
- Rainbow – Stargazer;
- Barclay James Harvest – Poor Man’s Moody Blues.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

