რუმინეთი ნატო-ს რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს

00:33, 28.11.2026

რუმინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების მოსაგერიებლად ერთობლივი ნაბიჯები გადადგან. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დან ნეკულაესკუმ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჰიბრიდული თავდასხმები, შესაძლოა, მოიცავდეს სამხედრო, ეკონომიკურ, სადაზვერვო, პროპაგანდისტულ, კიბერ და დეზინფორმაციულ ოპერაციებს, რომელთა უკან მდგომი სახელმწიფოები, როგორც წესი, საკუთარ ჩართულობას მალავენ.

ნეკულაესკუს განმარტებით, დღემდე ამ გამოწვევებთან გამკლავება ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში ცალკეული ქვეყნების ეროვნულ დონეზე ხდებოდა, რაც საკმარისი აღარ არის.

„ჩვენ გვჭირდება, სულ მცირე, საერთო სურათის დანახვა და სისტემატურად უნდა ვეძებოთ კავშირები. დგანან თუ არა ერთი და იგივე აქტორები გერმანიაში, ესტონეთსა თუ რუმინეთში განხორციელებული თავდასხმების უკან?“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრების ნაწილი მხარს უჭერს, რომ ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვა ნატო-ს ოპერატიულ ამოცანად იქცეს, თუმცა მეორე ნაწილი ამ იდეას რუსეთთან ესკალაციის რისკის გამო ეწინააღმდეგება.

ინტერვიუში რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთი შავ ზღვაზე ერთპიროვნული კონტროლის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა და რეგიონი ევროპული უსაფრთხოების სუსტ წერტილად შეაფასა.

მსგავსი